მე გახლავართ ელენე გველესიანი.
1975-1986 წლებში ვსწავლობდი თბილისის 159-ე საჯარო სკოლაში.
1990 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტი.1990 წლიდან დღემდე ვმუშაობ დაწყებითი კლასების პედაგოგად მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში. ამჟამად ვასწავლი მე-3 კლასს.
1999 წელს მონაწილეობა მივიღე ქ-ნ ნანა მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით გამოცემული ხელოვნების მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს- ,, საუბრები ხელოვნებაზე"-შედგენაში. (გამომცემლობა ,,მერიდიანი").
2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაიქროსოფტის პროგრამა- ,,პარტნიორები განათლებაში"- ხელშეწყობით ჩატარდა ,,ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი-2010", რომელზეც მესამე ადგილი დავიკავე. დამაჯილდოვეს სერტიფიკატით და ფასიანი საჩუქრით.
ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი 2011 წლიდან.
2012 წელს ჩავაბარე საბაზო კომპიურერული უნარებისა და ინგლისური ენის გამოცდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий